კახეთში კორონავირუსით კიდევ 669 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 155 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1352 თბილისში გამოვლენილინდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია, ასე გამოიყურება: აჭარაში - 143, იმერეთში - 777, ქვემო ქართლში - 287, შიდა ქართლში - 306, გურიაში - 95, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 299, კახეთში - 669, მცხეთა-მთიანეთში - 96, სამცხე-ჯავახეთში - 95, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში - 36.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 960 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 008 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 952 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.89% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.99%.

| Print |
FaceBook Twitter Google