მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური ზღვარი 2 886-მა პედაგოგმა ვერ გადალახა
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით
2021 წლის ზაფხულში მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ
გამოცდაზე მინიმალური ზღვარი 2 886-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა ვერ
გადალახა.
მასწავლებლები ორ გამოცდას აბარებდნენ – საგნის გამოცდას და პროფესიულ
უნარებს. პრაქტიკოსთა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე
დარეგისტრირებული იყო: საგნის გამოცდაზე – 7327 მასწავლებელი.უნარის
გამოცდაზე – 5912 მასწავლებელი.
ცენტრის ინფორმაციით, საგნის გამოცდაზე გამოცხადდა 5 340
მასწავლებელი, აქედან ბარიერი ვერ გადალახა ნახევარზე მეტმა – 2886-მა
მასწავლებელმა.
უნარის გამოცდაზე გამოცხადდა 4 137 მასწავლებელი და მინიმალური
კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა (ვერ მოიპოვა 1 კრედიტი) ასევე
ნახევარზე მეტმა – 2 365-მა მასწავლებელმა.
მასალის გამოყენების პირობები