კახეთში კორონავირუსით კიდევ 734 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 467 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1462 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 119, იმერეთი - 876, ქვემო ქართლი - 283, შიდა ქართლი - 300, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 322, კახეთი - 734, მცხეთა-მთიანეთი - 123, სამცხე-ჯავახეთი - 107, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 63.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 601 საიდანაც: 5 925 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 425 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 304 ადამიანი. 993 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 45 683 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში 38 248 ადამიანი რჩება. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 699 პირი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google