გურჯაანში მიუსაფარი, შინაური ცხოველების მართვის კახეთის
ინტერმუნიციპალურმა სააგენტომ ფუნქციონირება დაიწყო.
სააგენტო ოფიციალურად, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი
შიოშვილმა და პარლამენტის წევრმა, დავით სონღულაშვილმა გახსნეს.
მიუსაფარ ცხოველთა მართვის რეგიონულ სააგენტოში 24-საათიანი
„ქოლცენტრი“ იმუშავებს, რომლის მეშვეობით მოხდება გამოძახება ცხოველთა
გადასაყვანად.
სტერილიზაციის გარდა, მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის სააგენტოს
ფუნქციებში შევა – ცხოველის პატრონის დადგენა ან ახლის მოძიება.
ასევე, ცხოველთა ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიის
წარმოება.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის
დაფინანსებით განახორციელა. ინტერმუნიციპალური მიუსაფარ ცხოველთა
კახეთის სააგენტოს აშენება 2 მილიონ ლარამდე დაჯდა.
მასალის გამოყენების პირობები