ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის გაზრდასთან… ამირან გამყრელიძე
ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის გაზრდასთან… მათ შორის, შემცირდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი, – აღნიშნა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე პირდაპირ უკავშირებს ვაქცინაციას სიკვდილიანობის მაჩვენებელს. მან ამის საილუსტრაციოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები დაასახელა, სადაც ასევე ბოლო პერიოდში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ სიკვდილიანობა არ არის მაღალი.

„მოგეხსნებათ, ბალტიისპირეთის ქვეყნებში მდგომარეობა გართულდა – იქაც, ორი, სამი, ოთხი ათასი შემთხვევაა ყოველდღე, მაგრამ სიკვდილიანობა დაბალია, რადგან ვაქცინაციის მაჩვენებელი არის მაღალი, მოსახლეობის 50 – 60 პროცენტი აცრილია,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათის მონაცემებით, კორონავირუსით ქვეყანაში 43 ადამიანი გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google