სავალდებულო ვაქცინაციას ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები მოჰყვება - ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგია, მისი თქმით, მსაგავს ქმედებას მოსახლეობაში ნეგატიური პროცესები მოჰყვება, რაც ვაქცინაციის პროცესს ხელს შეუშლის.


„დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები, რომელიც პირიქით, ბევრად უფროშეუშლის ხელს ვაქცინაციის პროცესს, სწორედ აქედან გამომდინარე არ ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი არის მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესი აქტიურად ჩაერთონ 60 წელს ზემოთ მოქალაქეები.

„მარათონის გარდა, მნიშვნელოვანია გავააქტიუროთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც არიან 60 წელს ზევით, ვინაიდან სწორედ მათში არის ყველაზე მაღალი რისკი ინფიცირების, ასევე ჰოსპიტალიზაციის, ჰოსპიტალში უკვე რეანიმაციის და შემდეგ ლეტალობის. სწორედ აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს, მიიღონ დროულად გადაწყვეტილება“, - თქვა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google