ტაქსებში თამბაქოს მოხმარება აიკრძალება
ტაქსებში თამბაქოს მოხმარება შესაძლოა, აიკრძალოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომზადდა, რომლის განხილვაც პარლამენტში სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ დაიწყება.

კანონპროექტის სამუშაო ვერსიის თანახმად, იგეგმება, რომ ტაქსებში მოწევა ყველა შემთხვევაში და ყველა პირობის გარეშე აიკრძალოს, რადგან გარკვეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში ტაქსის მძღოლებიც შეწუხებული არიან, რომ მგზავრი ეწევა და პირიქით ხდება მგზავრის შემთხვევაში, თუ ტაქსის მძღოლი ეწევა.

როგორც დოკუმენტში იყო აღნიშნული, გამოკითხვებისა და ზეპირი მოსმენის დროს მიღებული ინფორმაციის თანახმად, გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. მათ შორის, პარლამენტის დადგენილებაში საუბარია, იმაზე, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მოწევა / ტაქსი /