რუისპირში მომხდარ ავარიას ერთი მამაკაცი ემსხვერპლა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 40 წლამდე მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი იყო, ხოლო დაშავდა მეორე მანქანაში მყოფი ორი პირი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

| Print |
FaceBook Twitter Google