კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 337 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 137 პაციენტი. გარდაიცვალა 42 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 703 281 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 642 701, გარდაიცვალა 9 873 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google