კახეთში კორონავირუსით კიდევ 614 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 337 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1412 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 115, იმერეთი - 873, ქვემო ქართლი - 356, შიდა ქართლი - 362, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 279, კახეთი - 614, მცხეთა-მთიანეთი - 108, სამცხე-ჯავახეთი - 89, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 50 681 საიდანაც: 6 228 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 377, აჭარაში - 501, იმერეთში - 1 297. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 542 პირი, მათ შორის, თბილისში - 574, აჭარაში - 131, იმერეთში - 473. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 332 პირი, მათგან თბილისში - 178, აჭარაში - 35, იმერეთში - 31. 996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 582 - თბილისში, 208 - აჭარაში. 43 457 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 26 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 265 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 206 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google