სოფელ ყარაჯალაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო
31 ოქტომბერს ღამით, თელავის მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში მომხდარი ინციდენტის შედეგად სამი ადგილობრივი დაშავდა.

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება თავდაპირველად, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ თანასოფლელებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო. ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს. თუმცა, ინციდენტში მონაწილე პირები პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. შედეგად, სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის, შეხლა- შემოხლა დაიწყო.

დაშავებული პირები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ექიმების განმარტებით, ორ მათგანს გარეგნული დაზიანებები, ერთს კი, გულ-მკერდის დახურული ტრავმა აქვს.

ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 126_ ე და 353- ე მუხლებით არის დაწყებული.

| Print |
FaceBook Twitter Google