დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ განიხილება – ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამკაცრება არ განიხილება.

სამინისტროს განცხადება ეხმიანება გავრცელებულ, დაუდასტურებელ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კოვიდპანდემიის გამო იგეგმება ტრანსპორტის შეზღუდვა.

„დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება. თუ ვინმე ავრცელებს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. როგორც ჩანს, ამას გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად აკეთებენ“ – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას დადგენილი რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

| Print |
FaceBook Twitter Google