„ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზის მიღება დასრულდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მე-2 დოზის მიღება დასრულდა.

იმ პირებს, ვინც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზით აიცრა, შეეთავაზებათ ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინა: “ფაიზერი“, „სინოფარმი“ ან „სინოვაკი“.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, ძირითადად აუთვისებელი დარჩა დონაციის გზით მიღებული "ასტრაზენეკას" დოზები. მისივე თქმით, მომავალ კვირას შესაბამისი სამსახურების მიერ დაზუსტდება "ასტრაზენეკას" რამდენი დოზა დარჩა გამოუყენებელი.

| Print |
FaceBook Twitter Google