როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ზოგგან შესაძლოა აღინიშნოს მცირე ნალექი. ტემპერატურა +20, +21 გრადუსი იქნება.

4-დან 6 ნოემბრამდე კი ამინდი გაუარსდება. მოსალოდნელია წვიმა და ტემპერატურის შემცირება +15, +16 გრადუსამდე. 7 -8 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა კი საშუალოდ +20 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოში 6 ნოემბრის ჩათვლით სინოპტიკოსები თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ტემპერატურა +21, +22 გრადუსი იქნება.
7-8 ნოემბერს კი დასავლეთში წვიმას ელოდებიან, ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება მოსალოდნელი არ არის.

| Print |
FaceBook Twitter Google