არაშენდაში ძმამ 12 წლის და თოფით შემთხვევით დაჭრა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში არასრულწლოვანს ე.წ. კისტის თოფი გაუვარდა და ტყვია 12 წლის დას მოხვდა.
გოგონა ჯერ გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში მოათავსეს, მდგომარეობის სიმძიმის გამო კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

"პაციენტი ჩვენთან შემოიყვანეს, ტყვია შუბლის არეში ჰქონდა მოხვედრილი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო, დავაინტუბირეთ, გულის მუშაობა აღდგა და კატასტროფის ბრიგადამ 2 საათში იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა,"-აღნიშნა Speqtri.ge-სთან ჯეო ჰოსპიტალსის ხელმძღვანელმა, გელა ორველაშვილმა.

მოზარდი იაშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შემთხვევა პირველ ნოემბერს მოხდა.



| Print |
FaceBook Twitter Google