კახეთში კორონავირუსი 550 ადამიანს დაუდასტურდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6024 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 49 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმცია  Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 58 291 კვლევა ჩატარდა, 36 465 კვლევა ანტიგენის, ხოლო 21 826 PCR ტესტით.

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 732 965-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 818 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 237 შემთხვევა, აჭარა - 229, იმერეთი - 1 148, ქვემო ქართლი - 417, შიდა ქართლი - 508, გურია - 183, ცამეგრელო - ზემო სვანეთი - 401, კახეთი - 553, მცხეთა-მთიანეთი - 124, სამცხე-ჯავახეთი - 163, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 61.




| Print |
FaceBook Twitter Google