ვისთვის გაძვირდება გაზი დეკემბრიდან
2021 წლის პირველი დეკემბრიდან საქართველოში „სოკარ ჯორჯია გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზი 20 თეთრით ძვირდება.
ამ დრომდე 1 კუბ.მეტრ ბუნებრივი აირის მოხმარების ფასი 95 თეთრი იყო, პირველი დეკემბრიდან კი  დღგ-ს ჩათვლით 1 ლარი და 15 თეთრი გახდება.

კომპნია „სოკარის“ განცხადებით, პურის მწარმოებლებითვის გაზის ფასი არ შეიცვლება

სოკარში აცხდებენ, რომ  ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული.

| Print |
FaceBook Twitter Google