საქართველოში კორონავირუსით 5206 ადამიანი დაინფიცირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5206 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი.
ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 615 კვლევა, მათ შორის 32 423 ანტიგენის, ხოლო 16 192 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 738 171-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 648 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 678 288.

კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 238 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 885 შემთხვევა, აჭარა - 193, იმერეთი - 979, ქვემო ქართლი - 360, შიდა ქართლი - 428, გურია - 142, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 378, კახეთი - 530, მცხეთა-მთიანეთი - 118, სამცხე-ჯავახეთი - 157, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -36.



| Print |
FaceBook Twitter Google