„დელტას“ ახალი ვარიანტი მომავალ პერიოდში გამოჩნდება - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში „დელტა“ შტამის ახალი ვარიანტი ჯერ არ დაფიქცირებულა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით,მობილობის გაზრდის გათვალისწინებით, შტამი დიდი ალბათობით, მომავალ პერიოდში გამოჩნდება.

„მოგეხსენებათ, რომ ახალმა შტამმა დაიწყო უკვე ცირკულაცია ჩვენს მეზობელ ჩრდილოეთის ქვეყანაში საკმაოდ ინტენსიურად. ასევე, 27 ქვეყანაშია ის უკვე დაფიქსირებული. ჩვენთან, ლუგარში, ინტენსიური მეთვალყურეობა მიმდინარეობს. ჯერჯერობით, ჩვენთან „დელტას“ ახალი ვარიანტი არ დაფიქსირებულა, მაგრამ დიდი ალბათობით მომავალ პერიოდში გამოჩნდება, რადგან მოგეხსენებათ, მობილობა და მოგზაურობა გაზრდილია. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული“, - განაცხადა გამყრელიძემ.



| Print |
FaceBook Twitter Google