შესაძლოა საველე ჰოსპიტლები კვლავ საჭირო გახდეს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ეპიდსიტუაციის გართულების გამო, საველე ჰოსპიტლების გამოყენება კვლავ საჭირო გახდეს.
ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისისი აკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ასევე გამოყენებული იქნება კოვიდსასტუმროებიც.

„შესაძლებელია კვლავ დაგვჭირდეს გავაფართოვოთ ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობა, მათ შორის გამოვიყენოთ საველე ჰოსპიტალი და ასევე გამოვიყენოთ კოვიდსასტუმროები“, - განაცხადა გაბუნიამ.


| Print |
FaceBook Twitter Google