საგარეჯოში ნახშირის უკანონო გამოწვის 4 ფაქტი გამოვლინდა


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ნახშირის უკანონო გამოწვის 4 ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეები, ნახშირის გამოწვას კუსტარულად მოწყობილ ნახშირის გამოსაწვავ ორმოებში (სანახშირეები) ახდენდნენ.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები.
| Print |
FaceBook Twitter Google