სიღნაღში კორონავირუსის გამო 3 სკოლა დაიკეტა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ოთხი საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. როგორც speqtri.ge-ს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლია ბეჟაშვილმა განუცხადა, ერთ მათგანში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სამი კი - კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამოა დაკეტილი.                                 

"ერთი თვის მანძილზე სხვადასხვა სკოლა დაგვეხურა. სიღნაღის სკოლში სარემონტო სამუშაოები ტარდება და მაგის გამო შეწყდა სასწავლო პროცესი. დღეს დაიკეტა წნორის #1 საჯარო სკოლა, მანამდე შეჩერდა სასწავლო პროცესი #3 სკოლაში. დაკეტილია აგრეთვე ბოდბისხევის საგანმანათლებლო დაწესებულება. ვირუსი უფიქსირდებოდათ როგორც მოსწავლეებს, ისე პედაგოგებს. ჯანდაცვის სამსახურთან მუდმივ კოორდინაციაში ვართ და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება,"-აღნიშნა მან.                                     

ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 20 საჯარო და 2 კერძო სკოლაა.
| Print |
FaceBook Twitter Google