რა ღონისძიებები გაიმართება ხვალ თელავში "ერეკლეობის" დღესასწაულზე
ხვალ, 7 ნოემბერს, თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე, ,,ერეკლეობა,, იგივე თელავქალაქობა აღინიშნება.
მერიის ინფორმაციით, ტრადიციულ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება.

09:00--დან 10:00 საათამდე ჩატარდება მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.

9:00-დან 11:00 საათამდე დილის წირვას და ერეკლე მეორეს სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ერეკლე მეფის სასახლის კარის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღავლენენ.

12:00 საათზე ერეკლე მეფის სასახლეში გაიმართება კონცერტი ანსამბლების „პატარა კახისა“ და „მზე შინას“ მონაწილეობით, მათი აუდიო-კომპაქტდისკების პრეზენტაცია. სასახლის ტერასა (ჩრდილოეთი მხარე) ;

12:30-დან 13:00 საათამდე მოეწყობა ერეკლე მეორის ორდენით დაჯილდოების ცერემონიალი.

13:00 საათზე, თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნება ერეკლე მეფისადმი მიძღვნილი გამოფენა სახელწოდებით ,,პატარა კახი - საყვარელი კახეთის მეფე". 

12:00-დან 17:00 საათამდე ერეკლე მეორის მოედანზე, ძველი ბაღის ტერიტორიაზე გამოიფინება თელაველი მხატვრებისა და ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები.

12:00-დან 17:00 საათამდე ქალქის მთავარ მოედანზე გახსნილი იქნება წიგნის, ტურიზმის, ღვინის, ხალხური რეწვისა და სოფლის ნობათის პავილიონები;

15:00-დან 16:30 საათამდე გაიმართება ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი.

17:00 საათზე, თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის.სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის მიერ წარმოდგენლილი იქნება პიოტრ ჩაიკოვსკის ბალეტი „მაკნატუნა“

19:30 საათზე ღონისძიებებს დაასრულებს საზეიმო ფოიერვერკი.


| Print |
FaceBook Twitter Google