თელავის სასამართლოს მოსამართლე - შარლ მიშელის დოკუმენტის დაგმობა შეცდომა იყო
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მამუკა წიკლაური
საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ კოლეგების მიერ
შემუშავებულ წერილს ემიჯნება.
"ვემიჯნები ჩემი კოლეგების წერილს, რაც აშშ-სა და ევროკავშირის
ელჩების კრიტიკის საპასუხოდ გავრცელდა. მიმაჩნია, რომ ასევე შეცდომა
იყო ასევე შარლ მიშელის დოკუმენტის დაგმობა. ბოლო 4 წლის განმავლობაში
არ მიმიღია მონაწილეობა არც საბჭოს არჩევნებში და არც შარლ მიშელის
დოკუმენტის "შეფასებაში", - წერს მამუკა წიკლაური სოციალურ ქსელში
ცნობისთვის, შემუშავებულ წერილში მოსამართლეები აშშ-სა და
ევროკავშირის ელჩებს მიმართავდნენ და ამბობდნენ, რომ დიპლომატები
ქვეყნის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიონ.
მასალის გამოყენების პირობები