ციციშვილის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში თავისუფალი ადგილები აღარ არის
პედიატრიული ასაკის პაციენტებში ეპიდსიტუაცია მწვავდება. ციციშვილის კლინიკაში მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა. ბოლო მონაცემებით, რეანიმაციულ განყოფილებაში თავისუფალი ადგილები აღარ არის.

კლინიკაში კრიტიკულად მძიმე მხოლოდ ერთი პაციენტია. მიმართვიანობა გაზრდილია სხვა სეზონური ვირუსებითაც.

„მომართვიანობამ აშკარად იმატა. ამჟამად, სულ რაღაც 7 ადგილია თავისუფალი, რომელიც, შეიძლება, სულ რამდენიმე საათში აღარ იყოს, თუმცა რეანიმაციაში უკვე არცერთი ადგილი აღარ არის“, - ამბობს ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 752 855 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 688 781, გარდაიცვალა 10 435 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google