დედოფლისწყაროს სამარშრუტო ხაზის მძღოლი მგზავრების გადაყვანის დროს გარდაიცვალა
სოფელ გამარჯვებასთან თბილისი -დედოფლისწყაროს მიმართულების სამარშრუტო ხაზის მძღოლი, მგზავრების გადაყვანის დროს გარდაიცვალა.

მძღოლს, სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა და საჭესთან მყოფი დაიღუპა. ტრანსპორტში ათამდე მგზავრი იმყოფებოდა და მათგან არცერთი დაშავებული არ არის. გარდაცვლილი სოფელ არბოშიკის მკვიდრია და ის დედოფლისწყარო- თბილისის რეისებს, წლების განმავლობაში ასრულებდა.

| Print |
FaceBook Twitter Google