200 ლარს მიიღებს ყველა პენსიონერი, ვინც იანვრამდე აიცრება – ირაკლი ღარიბაშვილი
დღეიდან, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ დანამატი გაიცემა კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი აცრის გაკეთების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 1 204-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 005 229 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 755 046 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 693 129, გარდაიცვალა 10 509 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google