საქართველოში მწვანე პასპორტები პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება
პირველი დეკემბრიდან მწვანე პასპორტები ამოქმედდება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„პირს მწვანე პოსპორტი აქვს თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72 საათიანი ვალიდურობის პსრ ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. მწვანე სტატუსი ექნება პირს ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი“, – ამბობს ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, მოქალაქეების სხვადასხვა ობიექტებზე შესვლას მხოლოდ მწვანე ბარათით შეძლებენ. ეს ვალდებულება კი მხოლოდ სტუმრებს ეხებათ და არა ობიექტზე მომუშავეებს.

„პირველი დეკემბრიდან ჩვენი მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ მწვანე პასპორტის პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებში. ესენია: კვების ონიექტები ასევე გასართობი ცენტრები, კინო–თეტრები, ოპერა მუზეუმები, საკონცენტრო დარბაზები, სათამაშო ბიზნესისი ობიექტები და ა.შ. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე“, – თქვა პრემიერმა.

| Print |
FaceBook Twitter Google