კორონავირუსით კიდევ ერთი ორსული გარდაიცვალა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მკვიდრი ორსული, 36 წლის ეკა ლიქოკელი, რომელიც ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკკურნალობდა გარდაიცვალა.

ექიმების ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა საავადმყოფოში გადაყვანისას უკვე რთული იყო და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
გარდაცვლილი დაიბადა ორსული პაციენტის შვიდი თვის ნაყოფიც. ახალგაზრდა ქალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ იყო.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, სულ საქართველოში 18 ორსულია გარდაცვლილი.

| Print |
FaceBook Twitter Google