გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 ნოემბერს საქართველოში
მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება,
წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი.
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე
შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა
შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი
მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები