როდის მიიღებენ აცრილი პენსიონერები 200-ლარიან დანამატს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იმ პირობებს განმარტავს, რომლითაც, 60 წლისა და უფროსი ასაკის ვაქცინირებული ადამიანები 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებენ.

უწყების ინფორმაციით, ფულად დანამატს მიიღებენ ის პენსიონერები, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებენ და ის პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.

ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს თვის განმავლობაში ორჯერ, პირველ და 15 რიცხვში მიეწოდება. სააგენტო ვაქცინირებული პირისთვის თანხის ჩარიცხვას, ინფორმაციის მიღებიდან, მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს. ის ბენეფიციარები, რომელთა დახმარების გაცემა 2021 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდება, თანხას მომდევნო წლის დასაწყისში მიიღებენ.

გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს, საკოორდინაციო საბჭომ 8 ნოემბერს მიიღო.

| Print |
FaceBook Twitter Google