უახლოესი თვეების განმავლობაში, 5 წლიდან ბავშვების ვაქცინაციის საკითხი არ განიხილება - ივანე ჩხაიძე
უახლოესი თვეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, 5 წლიდან ბავშვების ვაქცინაციის საკითხი არ განიხილება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლახანს დაიწყო ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა


მისივე თქმით, ამ ეტაპზე, 12-დან 15 წლამდე ბავშვებში ვაქცინაციის დაწყება იყო პრიორიტეტული.
„მთავარია, დავიწყოთ უფრო მეტად მობილურ და აქტიურ ფენაში ვაქცინაცია. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან, ეს საკითხი დადგება. არავინ ამბობს, რომ საქართველოში მინიმალური ასაკი 5-12 წელი იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ პირველი ნაბიჯის გადადგმა გვინდა და ეს პირველი ნაბიჯი 12-დან 15 წლამდე ასაკია, რომელიც ახლა აუცილებელი იყო“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს იმუნიზაციის საბჭომ 12-დან 15 წლამდე ბავშვების „ფაიზერით“ აცრას დაუჭირა მხარი. ამ ასაკობრივი კატეგორიის იმუნიზაცია, ჯანმრთელობის სტატუსის მიუხედავად, მშობლის თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აცრა / ბავშვი /