ხანძარი სოფელ ყარაჯალაში
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ხანძარია. ცეცხლი ნამაზოვების კუთვნილი სახლის ეზოში  მდებარე დახმარე სათავსო ნაგებობას გაუჩნდა. არსებობდა ხანძრის სახლზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად შეძლეს. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
| Print |
FaceBook Twitter Google