ავტომობილის გატაცებისთვის ახმეტაში მამაკაცი დააკავეს
ახმეტის მუნიციპალიტეტში პოლიციამ 35 წლამდე ასაკის მამაკაცი, ავტომობილის გატაცებისათვის დააკავა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცს კუთვნილი ავტომობილით მგზავრი პანკისის ხეობის მიმართულებით გადაჰყავდა. გადაადგილების დროს, მგზავრმა, მძღოლს ავტომობილის დატოვება სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა.

მფლობელი იძულებული გახდა მანქანა დაეტოვებინა, რის შემდეგაც მან პოლიციას მიმართა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178- ე მუხლით დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google