გურჯაანში კორონავირუსი 84 ადამიანს დაუდასტურდა
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ 84 ადამიანს დაუდასტურდა.
უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი შემთხვევა ველისციხესა და კაჭრეთის ზონის სოფლებში დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ დღეს კახეთში კორონავირუსის სულ 548 შემთხვევა გამოვლინდა.

| Print |
FaceBook Twitter Google