დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას ვაჟა-ფშაველას გამზირზე გამართავს
ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია დღეს, 14:00 საათზე ვაჟა-ფშაველას ძეგლთან გაიმართება.ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველასთან გაიმართება აქცია და ველოდებით ყველას, ვისაც მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება კოპირებს რუსეთს და ბელორუსს“, - განაცხადა მელიამ.

| Print |
FaceBook Twitter Google