საქართველოსთვის ყოველდღიურად 5-6 ათასი ინფიცირებული ძალიან მაღალი ციფრია - ივანე ჩხაიძე
ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი შედარებით გაზრდილია, თუმცა მცირედით. დღიური მაჩვენებელი 6 000 ს აღწევს, მაშინ, როდესაც ცოტა ხნის წინ ეს მონაცემი 3 000-ს შეადგენდა.
აცრის პუნქტებში მომატებულია ასაკოვანთა მიმართვაც. ივანე ჩხაიძის განმარტებით, კრიტიკულად დიდია ინფიცირებულთა და გარდაცვალებულთა რიცხვი, რაც აცრის მსურველთა დაბალ მაჩვენებელს უკავშირდება.

„სიტუაცია საქართველოში რჩება მძიმე. ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა სტაბილურად მაღალ ნიშნულზეა. ყოველდღიურად 5-6 ათასი ინფიცირებული ძალიან მაღალი ციფრია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და ინფიცირებული ადამიანების მყარი, მზარდი რაოდენობის მიუხედავად, საპირისპიროდ არ გვაქვს ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის ზრდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებები, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს და რაც შეიძლება ზუსტად გაკონტროლდეს“, - აღნიშნავს ჩხაიძე.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აცრა / ჩხაიძე /