კახეთში კორონავირუსით კიდევ 448 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 563 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1832 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება:აჭარა - 133, იმერეთი - 711, ქვემო ქართლი - 362, შიდა ქართლი - 423, გურია - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 311, კახეთი - 448, მცხეთა-მთიანეთი - 118, სამცხე-ჯავახეთი - 104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 55 304 საიდანაც:6 864 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 650, აჭარაში - 604, იმერეთში - 1 448.ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 676 პირი, მათ შორის, თბილისში - 643, აჭარაში - 124, იმერეთში - 511. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში - 210, აჭარაში - 36, იმერეთში - 29.

1 291 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 824 - თბილისში, 286 - აჭარაში.47 149 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 54, ხოლო აჭარაში - 0. თვითიზოლაციაში იმყოფება 43 894 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google