დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 445 ახალი შემთხვევიდან
ყველაზე მეტი 1704 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება:აჭარა - 124,
იმერეთი - 868, ქვემო ქართლი - 321, შიდა ქართლი - 431, გურია - 91,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 283, კახეთი - 314, მცხეთა-მთიანეთი -
115, სამცხე-ჯავახეთი - 148, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 46.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 164 საიდანაც:
6 856 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 660, აჭარაში - 612, იმერეთში - 1 430. ამ ეტაპზე
მძიმე პაციენტია 1 657 პირი, მათ შორის, თბილისში - 636, აჭარაში -
127, იმერეთში - 502. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 360 პირი,
მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 36, იმერეთში - 31. 1 324 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 864 - თბილისში, 269 -
აჭარაში. 47 984 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 55, ხოლო აჭარაში - 0.სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ
11 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში
გადაყვანილია - 25 272 პირი.ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50
601 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები