გურჯაანში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართება
ხვალ გურჯაანის ტექნოპარკში, 15:00 საათზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოება მოხდება.

საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, დაჯილდოება კოვიდ რეგულაციის ყველა წესის დაცვით ჩატარდება.
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018-19-20 წლების საჯარო სკოლის კურსდმთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელები გახდებიან. აქამდე არ გვქონდა მედლები და იმიტომ ვერ მოხდა მათი გადაცემა. ამას გვაძლევს სააგენტო. ჩვენ მხოლოდ გადავცემთ.“

ცნობისთვის, წარჩინებული მოსწავლეებისთვის მედლების დასამზადებლად გამოცხადებული ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა.როგორც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოში განმარტავდნენ,

ტენდერის ჩაშლის სავარაუდო მიზეზი სახელმწიფო ვალუტის არასტაბილური კურსი იყო, რის გამოც მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ნივთების დამზადების სურვილი არცერთმა კომპანიამ არ გამოთქვა.

| Print |
FaceBook Twitter Google