ტორესა მოსი თავისუფალია
თელავის რაიონულმა სასამართლომ მწერალი და გირჩის მეტი თავისუფლების წევრი, ტორესა მოსი, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა და საქმეზე მსჯელობა 19 ნოემბრისთვის გადადო.
მოსამართლემ განმარტა, რომ საქმის მასალები მოცულობითია და მის გაცნობას გარკვეული დრო სჭირდება. სასამართლო პროცესი აქცია- პერფორმანსის ფონზე მიმდინარეობდა.სამოქალაქო აქტივისტებმა თელავის რაიონული სასამართლოს შენობის კიბეზე გალია დადგეს, რომელშიც ტორესა მოსის ნაწარმოებები მოათავსეს.

შეგახსენებთ, ტორესა მოსი სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის, უსაფრთხოების სამსახურის კახეთის განყოფილებასთან, საკუთარი ავტომობილით მივიდა, რომელზეც პოლიტიკური ტრანპარანტები ჰქონდა გამოკრული.

პოლიცია დაკავებულს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას ედავება.

| Print |
FaceBook Twitter Google