სამედიცინო სექტორზე დიდი დატვირთვაა - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა მაღალია და შესაძლოა, ახალი საველე ჰოსპიტალების გახსნის საკითხი დადგეს.

„7 000-მდე პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში. როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით ეს ძალიან დიდი დატვირთვაა სამედიცინო სექტორზე. ძალიან გადაღლილია მედპერსონალი, თუმცა ჯერჯერობით 8000 საწოლამდე მობილიზებულია და რესურსი არის. თუ დაახლოებით ამ ტემპით განვითარდა ეპიდსიტუაცია, როდესაც ყოველდღიურად ჩვენ 4000-5000 ახალი შემთხვევა გვაქვს და პერიოდულად შემთხვევათა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, მაშინ, შეიძლება დადგეს ახალი საველე ჰოსპიტალების დამატების საკითხი“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google