კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში 2 046 362 ადამიანი აიცრა
14 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 4 946 ადამიანი აიცრა, ჯამში საქართველოში ჩატარებულია 2 046 362 აცრა.

სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 074 602 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 37.8 %. სრულად ვაქცინირებულია 966 143 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.8%. პლატფორმა Bloomberg-ის ინფორმაციით, მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 7.43 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული.

ვაქცინების ორი დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 67,8 % აიცრა, აშშ-ში 58,7 %, ჩინეთში კი - 76,6%-ზე მეტი.

| Print |
FaceBook Twitter Google