საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 11 ათასს გადააჭარბა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 82 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ვირუსს 11 057 პაციენტი ემსხვერპლა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 785 911 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 722 399 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google