კორონავირუსით კიდევ 83 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 204 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 791 115-ს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 785 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 727 184.

კორონავირუსით გარდაცვალების 83 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 140 პირი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google