2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დღეს განიხილავენ
საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

კანონმდებლები აცხადებენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მაქსიმალურად იქნება მორგებული მოქალაქეების საჭიროებებზე. გათვალისწინებულია პენსიისა და მასწავლებელთა ხელფასების ზრდაც. პროცედურის მიხედვით, 2022 წლის ბიუჯეტი შენიშვნებით დაუბრუნდება მთავრობას და 22 ნოემბერს მთავრობა კვლავ მიმართავს პარლამენტს ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.

| Print |
FaceBook Twitter Google