კახეთში კორონავირუსით კიდევ 384 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 204 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1857 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 210, იმერეთი - 1 008, ქვემო ქართლი - 308, შიდა ქართლი - 435, გურია - 148, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 443, კახეთი - 384, მცხეთა-მთიანეთი - 168, სამცხე-ჯავახეთი - 168, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -75.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 765 საიდანაც: 6 718 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 626, აჭარაში - 564, იმერეთში - 1 395. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 677 პირი, მათ შორის, თბილისში - 634, აჭარაში - 127, იმერეთში - 524. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი, მათგან თბილისში - 215, აჭარაში - 37, იმერეთში - 31. 1 156 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 763 - თბილისში, 235 - აჭარაში. 44 891 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 70, ხოლო აჭარაში - 0.  თვითიზოლაციაში იმყოფება 46 100 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google