16-დან 18 წლამდე 11 ათასზე მეტი მოზარდია აცრილი - თამარ გაბუნია
მას შემდეგ, რაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციით აცრა 12-15 წლის ასაკის მოზარდებისთვის შესაძლებელი გახდა, ამ ასაკობრივ ჯგუფში 643 ბავშვი აიცრა.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას ინფორმაციით, 16-დან 18 წლამდე 11 ათასზე მეტი მოზარდია აცრილი.

„რაც შეეხება 12-დან 15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაციას, 643 დოზის ადმინისტრირება მოხდა აქამდე სულ. 16-დან 18 წლამდე აცრილია 11 ათასზე მეტი მოზარდი. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება“, – აღნიშნა მან.

ცნობისთვის, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში შემავალი ბავშვების ვაქცინაცია „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით შესაძლებელი 9 ნოემბრიდან გახდა. იმუნიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანია მშობლის თანხმობა.

| Print |
FaceBook Twitter Google