სამედიცინო კონსილიუმის საჭიროება აღარ დგას - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განაცხადებით, სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც შეიქმნა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის, საჭირო აღარ არის.

თამარ გაბუნიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი ახლა იმყოფება გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მას კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი უწევს სამედიცინო მეთვალყურეობას.
„იუსტიციის სამინისტრო მართავდა ამ კონსილიუმს თითქმის ერთი თვის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც უკვე მოხდა პაციენტის გადმოყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, კონსილიუმის, გარედან მოწვეული ექსპერტების საჭიროება ნამდვილად აღარ დგას. ამ შემთხვევაში თავად გლდანის სამედიცინო დაწესებულებას აქვს იმის შესაძლებლობა და აქვს ხელშეკრულებები მთელ რიგ სამოქალაქო კლინიკებთან, საიდანაც მას შეუძლია მოიწვიოს ნებისმიერი სპეციალობის სპეციალისტი, რომელიც დასჭირდა“, - განაცხადა მან.

თამარ გაბუნიას თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ გლდანის სამედიცინო დაწესებულებას არ შეუძლია ადგილზე შექმნას კონსილიუმი. ეს მისი განმარტებით, არის ჩვეულებრივი სტანდარტული სამედიცინო პროცესი, რაც სხვა ნებისმიერ პაციენტთან დაკავშირებით მოხდებოდა, ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში.

ამასთან თამარ გაბუნიას განცხადებით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება არის C ტიპის მრავალპროფილური კლინიკა, „ეს არის აღწერილი რეგულირების სააგენტოს დასკვნაში", რაც, მისი თქმით, ნიშნავს, რომ იქ არის ყველა შესაბამისი პირობა „შიმშილობის და შიმშილობიდან გამოსვლის შემთხვევაში მდგომარეობის მართვისთვის“. საუბარი არ არის ნეიროქირურგიული ან კარდიოქირურგიული ჩარევების საჭიროებაზე. „არ არის ამგვარი საჭიროება და არც ერთი სტანდარტული გაიდლაინი არ ამბობს რომ ამგვარი რისკები უნდა იყოს გათვალისწინებული მსგავს მდგომარეობებში. ეს არის სტანდარული საავადმყოფო, რომელსაც აქვს ინტენსიური თერაპიის გაწევის შესაძლებლობა“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.


გაბუნის თქმით, ექიმების იმ გუნდის სამედიცინო სერთიფიკატები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობას მართავს, რეგულირების სააგენტოს შემოწმების საფუძველზე გათვალისწინებულ პირობებს შეესაბამება.

| Print |
FaceBook Twitter Google