60 წელს გადაცილებული მოქალაქეების აცრის მსურველთა პროცენტი გაიზარდა - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,
ფინანსური წახალისების შემოღების შემდეგ, 60 წელს გადაცილებულ პირებში
ვაქცინის გაკეთების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა.
„28%–დან 44%–მდე გაიზარდა 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში აცრილთა
რიცხვი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
16 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, სულ ჩატარებულია 2
057 216 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 081 567 ადამიანი -
მოზრდილი მოსახლეობის 38.1%. სრულად ვაქცინირებულია 969 209 ადამიანი
- მოზრდილი მოსახლეობის 33.9%.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაცო საბჭოს გადაწყვეტილებით, პენსიონერი,
რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს, ერთჯერადად
200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები